მეჭიაური: სახელისუფლებო რესურსი არის უპირატესობა, რომელიც გვაძლევს ფორას

არ გამოვრიცხავ, რომ [წინასაარჩევნო კამპანია] ბიძინა ივანიშვილმაც დააფინანსოს. ვერ გეტყვით, მე ამ საქმიანობაში არ ვმონაწილეობ, თუმცა, ქართულ ოცნებას ნაკლებიც რომ ჰქონდეს დაფინანსება, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ გვინდა თუ არ გვინდა, სახელისუფლებო რესურსი არის უკვე ისეთი უპირატესობა, რომელიც დაფინანსების გარეშეც გაძლევს ფორას. სულ რომ არ მისცე ფული, გინდა თუ არ გინდა, უკვე გაქვს ფორა, რომელიც აბსოლუტურად კანონიერადაა, მაგრამ უპირატესობაა შედარებით იმასთან, ვისაც სტრუქტურები არ გააჩნია. ბოლობოლო საკრებულოებში, გამგეობებში ხომ ჰყავს წარმომადგენლობა? ყველგან უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები