თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის, საბურთალოს, ვაკის, გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე - დიუმას, პუშკინის და ვერცხლის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე - კოჯრის გზატკეცილის, მუსხელიშვილის, ნიშნიანიძის და ამაღლების ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე - დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე - ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი, სოფელ ზურგოვანის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, ბაგების, წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის გასასვლელის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V კვარტლების, სტანისლავსკის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, მიჩურინის, საქარის, უფლისციხის, ჩეჩელაშვილის, ართვინის, მამარდაშვილის, ლარეხის, მნათობის, თეთნულდის, კიკვიძის, როსტოვის, ქინქლაძის და ყირიმის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მახათას მთის, ასხინის, აბაშის, ქვალონის და ცაიშის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე - მესხის, კელაპტრიშვილის, მუშათა, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 "დ" ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, კალოუბნის, შუამთის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები