ვარშავის სამიტი

ჯანელიძე: ვარშავის სამიტზე ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირებას ველით

დღეს განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასევე განვიხილეთ ამერიკაში პრეზიდენტის ვიზიტი და ზოგადად რეგიონში არსებული სიტუაცია. ჩვენი პოზიცია ვარშავის სამიტზე ნათელია, ჩვენ ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის მანიშნებელი ჩვენი წინსვლის ინტეგრაციის გზაზე. ასევე ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ამაღლდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ვარშავის სამიტზე მოველით, რომ პროგრესი, რომელიც გვაქვს ინტეგრაციის გზაზე, დაფიქსირდება კიდევ ერთხელ და ასევე გადაიდგება ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე

კომენტარები