თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

mashable

ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის შესახვევის, კირილე უკლებას შესახვევის, ყიფიანის, არსენას, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, ვეძინის, ჩიტაძის, კრავეიშვილის და მოსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის II დასახლების, სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, პაატა ჯანელიძის და ბესიკ გეთიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალას III, IIIა მიკრორაიონების და ჟორდანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ასათიანის, დელისის, ნუცუბიძის, ონიაშვილის და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ანდრონიკაშვილის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

კომენტარები