მკვლელობა

თბილისში 22 წლის მამაკაცი მოკლეს

Getty Images

თბილისში, გლდანში, გამთენიისას 22 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც რუსთავი 2-ს თვითმხილველებმა უთხრეს, გარდაცვლილს თავის არეში 4 ტყვია აქვს მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულას განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

კომენტარები