ქართული ოცნება

კვაჭანტირაძე: ჩვენი კრიტიკა უპირველესად ჩვენი კრიტიკოსებისთვისაა წამგებიანი

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ პარტია ქართული ოცნების ნაბიჯები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფი სვლის ხელშემწყობი იყო. ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით კი კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები პირველ რიგში ამ განცხადებათა ავტორთათვის არის წამგებიანი.

"ყველა ჩვენი ქმედება იყო აბსოლუტურად ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფი სვლის ხელშემწყობი. ეს ერთმნიშვნელოვნად მოწმობს იმას, რომ პარტია ქართული ოცნება არის ერთმნიშვნელოვნად დასავლური ორიენტაციის. რეალურად ოპოზიციის ამ კრიტიკულ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით, რეალიზაციის თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ მოყოლია. ეს უპირველესად ჩემი აზრით იქნება წამგებიანი იმ ცალკეული პიროვნებებისთვის, ვინც გააგრძელებს ასეთი განცხადებების გაკეთებას."- ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები