ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში უვიზო მიმოსვლის შესახებ კანონი ამოქმედდა

დღეიდან აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმში, „აფხაზეთიდან გასვლისა და აფხაზეთში შესვლის" კანონი ამოქმედდება.

კანონის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთს უვიზო მიმოსვლა სამ ქვეყანასთან: რუსეთი, ნიკარაგუა, ტუვალუ და ორ მარიონეტულ რეჟიმთან: დნეტრისპირეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი აქვს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლისთვის, რუსეთის საზღვართან 24-საათიანი ე.წ. სავიზო პუნქტი გაიხსნება.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის კან ტანიას თქმით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვენესუელასთან, ნაურუსთან და ვანუატუსთან მიმდინარეობს.

კომენტარები