აფეთქება

თურქეთში აფეთქების შედეგად მინიმუმ 14 ადამიანია დაშავებული

Independent-ის ცნობით, თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, რომლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქურთები არიან, ავტობუსის გაჩერებასთან აფეთქება მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციელები და სამოქალაქო პირები.

Reuters-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული და მაშინ აფეთქდა, როდესაც ახლოს მიკროავტობუსმა ჩაიარა, რომელშიც სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

კომენტარები