NATO-საქართველო

ზაქარეიშვილი: სადაც არის ევროკავშირი და NATO, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა

მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც NATO-ს და ვერც ევროკავშირს. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს NATO-მ და ევროკავშირმა. არც NATO და არც ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ მოვლენებს, რომ გაუარესდეს მდგომარეობა, პირიქით - თუ ჩვენ ვუყურებთ, როგორ მოქმედებს NATO ცალკე და ევროკავშირი ცალკე ან ურთიერთთანამშრომლობით, ვხედავთ, რომ სადაც არის ევროკავშირი და NATO, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს. საქართველო საშინაო დავალებებს ასრულებს როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს გაწევრიანება, როგორც ერთ, ისე მეორე ორგანიზაციაში იქნება მხოლოდ სტაბილურობისა და მშვიდობის მომტანი კავკასიაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

კომენტარები