გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, გლდანის, კრწანისის, ვაკის, დიდუბის, ჩუღურეთის რაიონებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას, იოსებიძის, ხვიჩიას, ბერბუკის და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე -დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, პეტრიწის, მეფე მირიანის, მიცკევიჩის, ცაგარელის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის II, III მიკრორაიონების და გამარჯვების ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ჭალის, სოფელ ფონიჭალის, ჭალადიდის, მარნეულის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის გასასვლელის, ჭოველიძის, გუნიას და ბელინსკის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და აბულაძის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, ბაქრაძის, ფარეხის, ვანის, სოხუმის, ზუგდიდის, კედიას, ევდოშვილის, ცემის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, ცხრა ძმის, ხონის, სალხინოს, თეკლათის, აბაშის, სენაკის, ლანჩხუთის, ტაშირის, გივიშვილის, ლებარდეს, ჭალადიდის, ასხინის, ცაიშის, დოდო აბაშიძის, ლაილაშის და ყირიმის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





