პირადი კადრები

გომელაური: ვერავინ იტყვის, რომ პირადი კადრები აღარ გავრცელდება

ქუთაისში იმიტომ ჩამოვბრძანდი, რომ პარლამენტისთვის წარმედგინა ჩემი ანგარიში, ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. კეთილი ენებათ, ჩამობრძანებულიყვნენ პარლამენტრები, ოპოზიციური მხარე და მოესმინათ მაშინ. ჩემი ბრალი, მგონი, არ არის, რომ კვორუმი არ შედგა. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ვერავინ იტყვის, რომ ისინი არ გავრცელდება ან გავრცელდება. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება, თუმცა, 100%-იანი გარანტიით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება. თუნდაც ეგ, თუნდაც ტერორიზმისკენ მიდრეკილი კადრები და რაც ადრე აიტვირთა. თუ გავრცელდა, გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. ურთულესი საქმეა, არ არის ეს ადვილი. მოლოდინს ვერ შეგიქმნით. პროკურატურა იძიებს, ჩვენ ვეხმარებით, სპეციალურად არის შექმნილი ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროში. მაქსიმალურს ვაკეთებთ.

სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ამის შემდგომ მან კომენტარი გააკეთა.

კომენტარები