ვიზალიბერალიზაცია

ბაქრაძე: ენმ მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის უსწრაფეს გადაწყვეტილებას

მინდა, წერტილი დავუსვა სპეკულაციებს, და სრულიად ცალსახად განვაცხადო, რომ ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის უსწრაფეს გადაწყვეტილებას. ამას ვამბობდით წარსულშიც და ამას ვიტყვით მიმავალში. და თუ ამ პროცესში, ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება პასუხის გაცემა, სჭირდება მათთან მუშაობა, სჭირდება ქვეყანაში საქმეების გაკეთება და ქვეყნის წინ წაყვანა, და არა შეთქმულებების ძებნა, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან დაპირისპირება და ლანძღვა-გინება, რაც მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, მომავალი ხუთი თვის განმავლობაში, იმუშაონ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იმუშაონ ქვეყნის შიგნით, გააკეთონ საქმე, წაიყვანონ ქვეყანა წინ და სწორედ ამ გზით მივიდეთ იმ ვიზალიბერალიზაციამდე, უსწრაფეს ვიზალიბერალიზაციამდე, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს ქართველი ხალხი.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.

კომენტარები