კოალიცია ქართული ოცნება

ნიშნიანიძე: რესპუბლიკელები კოალიციიდან გამსვლელები არ არიან

მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე არაჩვეულებრივს იტყვიან ისინი. იტყვიან ჩვეულებრივ იმას, რაც თქვეს ამდენ ხანს. ანუ კოალიციიდან გამსვლელები ისინი არ არიან... ეს პოლიტიკური ვაჭრობის თემაა, ალბათ, მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში. ესეც მიღებულია პოლიტიკაში, არაჩვეულებრივს ამაშიც ვერ ვხედავ... ალბათ, გადახარშავენ, ვიღაცა ეტყვის ალბათ, რომ "კი, ბატონო", ან "არა, ბატონო", რაღაცაზე შევთანხმდებით, საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანენ და გაგვაცნობენ. ლაპარაკი არის კვოტებზე, რა თქმა უნდა, და სხვაზე არაფერზე. თუმცა მთავარია, სახელმწიფო ინტერესები არ გადავწიოთ უკან.

უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე რესპუბლიკელებზე.

კომენტარები