თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტოენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება დიდუბის, საბურთალოს, კრწანისის, მთაწმინდის, გლდანის, ისნისა და ნაძალადევის რაიონებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის, ხოშარაულის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, მეფე მირიანის, პეტრე ქავთარაძის, ცაგარელის, შმიდტის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის ინტერვალში შეზღუდვა 2 საათით შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მარიჯანის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს. გარდა ამისა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის ინტერვალში შეზღუდვა 1 საათით შეეხება: პეკინის გამზირის, ფანასკერტელ-ციციშვილის, დოლიძის, ლიხაურის, ჩიქოვანის, ტუსკიას, ქარელის, ტეხურის, ბახტრიონის, იყალთოს და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში კი, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კეკელიძის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, მელიქიშვილის და შანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და სოფელ გლდანის მცხოვრებლებს.
ხოლო ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსკოვის გამზირის II კვარტლის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ზესტაფონის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები