საქართველოს ხელისუფლება

საღინაძე: ზღვაზე მცურავი ხე არალეგალური ხელისუფლების სიმბოლოა

ზღვაზე მცურავი ხე მეჩვენება სწორედ იმ არალეგალური ხელისუფლების სიმბოლოდ, რასაც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. უპასუხისმგებლო ძალაუფლება. როდესაც ძალა არსებობს, რაც ხეს გაიყვანს ზღვაში, ამოძრავებს და ერთი ადგილიდან მეორეში ჩაიყვანს, მაგრამ ამას legacy არ აქვს. საზოგადოება ამას უყურებს, როგორც ჯადოსნობას. ფაქტობრივად, ქრისტეს წყალზე გავლასავით გამოვიდა. ჩვენ გვთავაზობენ ჯადოსნობის პაროდიას, რითიც ამ ჯადოსნურ ბადეს საზოგადოებას ახვევენ თავს. ამით გვაჩვენებენ იმ ძალის არსებობის ფაქტს, რომელიც რეალურად ახლა მართავს - ხეებს ამოძრავებს, მეჭიაურს ალაპარაკებს, ლორთქიფანიძეს "სექსსიმბოლოდ" გვიქცევს, მილიონ სხვა რაღაცას ახდენს ქვეყანაში, რაც თავისთავად ჯადოსნური და უცნაურია. მეჭიაური რომ სპიკერია, აზრი რომ უნდა გააჟღეროს, იმდენად უცნაურია... პარადოქსების რაოდენობას, რომლებიც ხდება, ეს ქვეყანა გადაჰყავს რეალური პრაქტიკული განვითარების ფაზიდან, რომელიც ლოგიკას ექვემდებარება, არალოგიკური, თითქოს ზღაპრული, მაგრამ ამ დროს კომიკური, აბსურდული სურათის მდგომარეობაში.

პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა "თეორემაში".

კომენტარები