საქართველოს ხელისუფლება

ვაშაძე: ხელისუფლებას წარმატების მისაღწევად ხელს უშლის შური, ბოღმა, გაუტანლობა

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს წარმატებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არ უხარია რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის მოსაზრებით, ბოლო პერიოდში კეთდება ბოღმისა და შურისძიების შემცველი განცხადებები.

„ორადორი ქვეყანაა მსოფლიოში და ორადორი მთავრობაა მსოფლიოში, რომელსაც არ უხარია საქართველოს წარმატებები საქართველოს ფარგლებს გარეთ და ქართული გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები. ეს არის რუსეთის მთავრობა და ეს არის საქართველოს მთავრობა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ასეთი ბოღმის და შურისძიების შემცველი განცხადებები, ნაცვლად იმისა, რომ მათ მართლაც უხაროდეთ წარმატებები ქართველი სპეციალისტების, ქართველი ექსპერტების საქართველოს ფარგლებს გარეთ. გუშინდელი განცხადებები, ზოგადად, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ ეს არის მთავარი ხელისშემშლელი ამ მთავრობისთვის, რატომაც ვერ აღწევს წარმატებას. ბოღმა, შური, დაპირისპირება, გაუტანლობა და არა თანამშრომლობა, თავისუფლება, ინოვაციურობა, საქმისადმი დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია საქართველო და ეს მთავრობა მართლაც უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან“, - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები