გიგანტური ხეები

უძილაური: ამხელა ხის ასეთი ტრანსპორტირება გინესის რეკორდებში შევა

ციხისძირიდან შეკვეთილში ხის ზღვით ტრანსპორტირება პირველ რიგში არის უნიკალური საინჟინრო პროექტი. მსოფლიოში პირველად განხორციელდა ამ სირთულის ოპერაცია და მიუხედავად უამრავი სირთულეებისა (რთული მისადგომი, რკინიგზის სიახლოვე, ხის სიმაღლე და წონა, სახმელეთო ტრანსპორტისთვის უჩვეულო ტვირთი, 620 ტონის ტრანსპორტირება თავდაღმართზე, შეყვანა ბარჟაზე, რთული ამინდის მიუხედავად ტრანსპორტირება შეკვეთილამდე და გადმოტვირთვა) წარმატებით დასრულდა. ნაციონალებიც და მათი ჯიბის მედიაც პროექტის წარუმატებლობის იმედით ბუჩქებში ჩაცუცქული დარჩა. ხე გადაიტანეს. უნიკალური პროექტი შედგა და უკვე მოექცა bbc-ს ყურადღების არეალში. ხვალ-ზეგ ამ უნიკალურ პროექტს გააშუქებენ სხვა უცხოური არხებიც და დიდი ალბათობით, ამხელა ხის ასეთი ტრანსპორტირება გინესის რეკორდებში შევა.

წერს ქართუ ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური Facebook-ში. ცნობისთვის, შეკვეთილში ხის ნაპირზე გადატანის სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

კომენტარები