გიგანტური ხეები

აგულაშვილი: ასწლოვანი ხის გადატანის საკითხი ჩვენი კომპეტენცია არ იყო

ეს საკითხი [გიგანტური ხის გადატანა] არც დასაწყისში, არც მისი განხორციელების პროცესში არ უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციებს. ჩვენი სამინისტრო, გნებავთ დაცული ტერიტორიების სააგენტო, გნებავთ ეროვნული სატყეო სააგენტო, აქ, ჩვენს გამგებლობაში არსებული ნებისმიერი ქვეუწყების კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი ამ პროცესების, როგორიც თქვენ.

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გიგანტური ხის ციხისძირიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადარგვაზე.

კომენტარები