საფრთხეებისგან დაზღვეული არავინ არაა, ჩვენ მით უმეტეს. არ მგონია, თუნდაც იმ მუქარის სტილში ნათქვამი, რაიმე სერიოზული თუნდაც ბატონი კარასინის მიერ ნათქვამში. მე უფრო გაფრთხილებას დავარქმევდი, ვიდრე მუქარას. ისეთი საშინელი მუქარის მაგვარი რაღაც არ ყოფილა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. გაფრთხილებაც არ გვჭირდება, ისედაც ფრთხილად ვართ. ჩვენ ვართ ძალიან ზომიერები. ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არის ტრანსფორმირებული. რუსეთისკენ კი არ მივდივართ, მაგრამ ჩვენ ვაწესრიგებთ ურთიერთობას. ჩვენ ვაკეთებთ იმას, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ძალიან დიდი პარტნიორები და სტრატეგიული პარტნიორები წლების განმავლობაში გვიკიჟინებდნენ. ჩვენ ვაკეთებთ იგივეს - ვალაგებთ ნელ-ნელა ურთიერთობას რუსეთთან და მივდივართ დასავლური გზით. ანუ რაიმე დასავლური, ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა არ არის, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, მეტი დიპლომატიურობა გვმართებს. მუშტის ქნევას, ლანძღვა-გინებას არასდროს არ მოუტანია საქართველოსთვის სარგებელი და ჩვენ სწორედ დელიკატურად მივყვებით დასახულ გზას. წინ დასავლეთისკენ მაგრამ საფრთხეებიც რომ ვანეიტრალოთ თანდათანობით, მათ შორის ჩრდილოეთიდან მომავალი, შეიძლება არანაკლები სამხრეთიდან და სხვა მხარეებიდანაც.
tbl.ge/k0s
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე.
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




