პირადი კადრები

ბერძენიშვილი: მეჭიაურის სიტყვები სწორად არ იქნა გამოთქმული ან გაგებული

საერთოდ ვერ გავიგე, რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა. მე მგონი, აქ არის პრობლემა კომუნიკაციის მისი მხრიდან. თუ ასე ფიქრობს და თუ მეჭიაური არის გულშემატკივარი ტერორიზმისა, და შესაძლოა, თვითონ აქვს რაიმე კადრები, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია კომუნიკაციის პრობლემა - რაღაც ისე ვერ თქვა ბატონმა თამაზმა. არ მინდა, რომ ოდესმე რომელიმე ასეთმა საქციელმა ვინმეს გადადგომა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ მაშინ ეს ქმედითი ღონისძიება ყოფილა და უნდა წავახალისოთ ასეთი რამ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი თამაზის სიტყვები ან სწორად არ იყო გამოთქმული ან სწორად არ იყო გაგებული. ამას თვითონ განმარტავს ალბათ, ადვოკატად ნამდვილად ვერ დავუდგები, მაგრამ პროკურორობის სურვილიც არ მაქვს.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა გუშინ თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.

კომენტარები