რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ხიდაშელი: ძალიან კარგია და მისასალმებელია IPRM-ის აღდგენა

ძალიან კარგია და მისასალმებელია IPRM-ის აღდგენა. ეს იყო ჩვენი, ქართული მხარის ერთ-ერთი ამოცანა და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უკვე იმ ფონზე, როდესაც დადასტურდა გალში ასეთი შეხვედრების გამართვისთვის მზადყოფნა, მასმედიას უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიან შესაბამისი უწყებები. ეს არის იმ ტიპის თემები, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელვანია, რომ კონკრეტული განცხადებები მოვისმინოთ იმ სამინისტროებისგან, რომლებიც თავად არიან ჩართულები ამ პროცესში. თავდაცვის სამინისტრო არ მონაწილეობს მსგავსი სახის ფორმატებში.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე.

კომენტარები