ჟენევის მოლაპარაკებები

საგარეო: გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 მარტს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე შეთანხმდნენ. საგარეო უწყების შეფასებით, "ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მექანიზმის აღდგენა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას".

IPRM-ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა. ის 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 14-15 ივნისს.

კომენტარები