თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თელასი ავრცელებს.
გლდანის რაიონი - გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V, VI მიკრორაიონების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, რადიოქარხნის ტერიტორიის, სოფელ გლდანის, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, ქერჩის, შეშელიძის, ნოზაძის და წყაროთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი - გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი - გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ავლაბრის მოედნის, ქეთევან წამებულის გამზირის, ჩოლოყაშვილის, უჯარმის, ნავთლუღის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხივინის, ალადაშვილის, ერისთავის, დმანისის, გულუას, ლაისტის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და ჰოსპიტლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი - გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, გახოკიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი - გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი - გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ერისთავის, ყიფშიძის, კოსტავას, ნიკოლაძის, ქიაჩელის, ახვლედიანის, მელიქიშვილის, გალის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, თერგის, კეკელიძის, უმიკაშვილის, არსენას, ვეძინის, ქიქოძის, თხინვალის, რიწის, ცხემის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი - გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.





