თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

history.com

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღომის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, შმიდტის და საირმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჩხიკვაძის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტაბიძის, აბაშელის, არაყიშვილის, რაზმაძის და აბაშიძის ქუჩები მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, ლაილაშის, გივიშვილის, ჭალადიდის, ლებარდოს, ასხინის, მეორე ქვალონის, ცაიშის, აფხაზეთის, ზაზიშვილის, ცხრა ძმის და ყირიმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, წყალსადენის, ტაძრის და მონასტრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები