ნაცმოძრაობა თუ მიშას მოწოდებას დაეთანხმება, „მეტი ქალი პოლიტიკაში-ს" მოძრაობის სათავეში აღმოჩნდება (რამდენად დაუფასებენ ფემინისტები, ეს სხვა საკითხია). თუ არ დაეთანხმა, დაამტკიცებს, რომ მიშასგან დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ანუ უფრო დემოკრატიული წარმონაქმნია, ვიდრე ბევრს ჰგონია. მე მეორე სცენარი უფრო მომწონს, მით უმეტეს, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ქალი-დეპუტატების რიცხვი ასეთი ხელოვნური მეთოდებით გაიზარდოს (თავისთავად ზრდას მივესალმები, თუ ეს დამოუკიდებელი, პოლიტიკურად აქტიური და სოციალურად გავლენიანი ქალების რიცხვის ზრდითაა გაპირობებული).
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნოდია: თუ ენმ სააკაშვილს არ დაეთანხმა, მისგან დამოუკიდებლობას დაამტკიცებს
tbl.ge/hwk
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს ურჩია, საპარლამენტო სიაში კანდიდატთა 50% ქალი იყოს.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




