კარასინი-აბაშიძის ფორმატი

პრეზიდენტი: ჩემი წარმომადგენელი კარასინს სხვა ტიპის პასუხს გასცემდა

გრიგორი კარასინს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ. ბატონმა ზურაბ აბაშიძემ, როგორც მოვისმინეთ, იქ პასუხი არ გასცა. ამასთან, თვითონ აბაშიძის კომენტარი მოვისმინე, რომ, პირიქით, ქართულ მხარეს დაგვარიგა, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია, რომ იქ პოლიტიკურ თემატიკაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქართული მხარის რიტორიკა, არ უნდა იყოს საუბარი. თუ ასეთი რამ მოხდება, იქ ამას უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხისგამცემი. კარასინს მე ვერ შევცვლი, აბაშიძე ჩემი წარმომადგენელი არ არის, პრემიერმინისტრისაა. მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები