საარჩევნო სისტემის რეფორმა

პრემიერმინისტრი ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება. ცნობილია, რომ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი საარჩევნო კანონმდებლობაა. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები პრემიერს ოთხ პუნქტიან დოკუმენტს წარუდგენენ, რომელთა შორის ერთ-ერთი 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნაა. გარდა ამისა, ოპოზიცია ვენეციის საარჩევნო უბნების პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას ითხოვს.

„შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენ გვაქვს შეტანილი რამდენიმე პუნქტიანი წინადადებათა პაკეტი. დღეს აქ გადაწყდება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, დღის წესრიგი, რეგლამენტი - როდის ვიწყებთ და როდის ვამთავრებთ. მიზანი არის ერთი - მოვხსნათ კითხვის ნიშნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ანუ მოვხსნათ ლეგიტიმაციის პრობლემა, რაც აშკარად დგას, განსაკუთრებით ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ“ - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

პრემიერისა და ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დასაპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური მიმდინარე წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების პროცედურულ სირთულეებზე საუბრობს.

„საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საშჭირო ხმები უმრავლესოაბს არ გააჩნია. ამიტომ, ჩვენ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, რომ ეს გადაწყეტილება დიდი ალბათობით არ შეიცვლება. თუკი მუდმივად ამ თემაზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნად შეგვიძლია არჩევნებამდე ვილაპარაკოთ ამ თემებზე. ძალიან ბევრი რამ არის, რისი შეცვლაც შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ თუკი იქნება რაციონალური მიდგომა როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, რაღაც შეიძლება ორივე მხარემ იპოვოს ოპტიმალური გამოსავალი“ - აცხადებს ძიძიგური.

შეგახსენებთ, რომ არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. მათი ძირითადი მოთხოვნაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რაც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 30 მაისს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელს რვა არასამთავრობო ორგანიზაციის და თოთხმეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აწერენ. ხელმომწერები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

2015 წლის ბოლოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვით 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება – ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება, ხოლო ცალკეული ოლქების - დაყოფა. კერძოდ, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით, ერთად, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიას და ცაგერს. 
იცლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება. მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს. 

კომენტარები