რუსული ბაზარი

დანელია: ჩეკურიშვილი არ გახლავთ თანამდებობის პირი და ეს გაზვიადებული საკითხია

facebook.com/AgricultureGeorgia

სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსულ ბაზართან დაკავშირებით საკუთარი მრჩევლის, ზურაბ ჩეკურიშვილის Sputnik Georgia-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს გამოეხმაურა. ოთარ დანელიას თქმით, ქართული მხარისთვის პრიორიტეტული ევროინტეგრაციაა და სამინისტრო სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

" პირველ რიგში, ის არ გახლავთ თანამდებობის პირი. ეს არის უფრო მეტად გაზვიადებული საკითხი, იმიტომ, რომ მე მგონია, არ ვკითხულობთ იმას თუ რა პოზიციებია ზოგადად ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ, პირადად მე, მათ შორის, ჩართული ვარ ძალიან ბევრ ამ მიმართულებით, როგორც ახალი ინიციატივებით, ისე საშინაო დავალების ფარგლებში ევროინტეგრაციის პრიორიტეტებზე ხშირად ვსაუბრობ. ჩვენი ესე ვთქვათ, მიმართულება, რომელიც ჩვენ დაივისახეთ არის შეუქცევადი, არ შეიცვლება, ბუნებრივია, ამას არავინ არასოდეს არ შეცვლის და ამიტომ მე მგონია, რომ კონკრეტულ განცხადებებზე სპეკულირება და ამ თემისგან რაღაცის გაზვიადება უბრალოდ ზიანს მოიტანს და მეტს არაფერს და ამიტომ, მოდით, საქმით შევაფასოთ ყველა უწყება და მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროც"- განმარტა ოთარ დანელიამ.

ცნობისთვის, Sputnik Georgia-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ზურაბ ჩეკურიშვილმა რუსული ბაზარი ისტორიულად მოიხსენია. ჩეკურიშვილის თქმით, ევროკავშირთან შედარებით რუსული ბაზარი უპირატესობით სარგებლობს.

კომენტარები