თბილისის ცხრა რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

mashable

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. შეზღუდვა შეეხება ვაკის, გლდანის, კრწანისის, ისნის, საბურთალოს, ნაძალადევის, სამგორის, დიდგორის და ჩუღურეთის რაიონებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის, ფალიაშვილის, იმედაძის, უჩანეიშვილის და წყნეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის და სოფელ გიორგიწმინდის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულიას, კრწანისის და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ირბახის, წურწუმიას, სევანის, მესხიშვილის, ბოროდინის, ხერხეულიძის და სართიჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის, მიცკევიჩის, კუტუზოვის, გამრეკელის, იოსებიძის, დები იშხნელების, შარტავას და ცაგერის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვიშხეთის, არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის დასახლების, ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, ხუდადოვის და რეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ჭიჭინაძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები