საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქმა ლადო პაპავას საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა

პატრიარქმა ილია მეორემ თსუ-ის რექტორს ლადო პაპავას საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა. ინტერპრესნიუსს საპატრიარქოდან აცნობეს, რომ სვეტიცხოველში გუშინ კრიტელის ლოცვა შესრულდა.

მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მსახურებას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა.

ილია მეორის თქმით, ეკლესია ლოცულობს უნივერსიტეტისთვის. მან უნივერსიტეტის რექტორს მაცხოვრის ხატი გადაეცა. 

"ლადო პაპავამ პატრიარქს უნივერსიტეტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ხატი უნივერსიტეტში ისეთ ადგილს დაიკავებს, სადაც ნებისმიერ სტუდენტს და პროფესორ-მასწავლებელს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნება", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ ინტერპრესნიუსისადმი მიწოდებულ ინფორმაციაში.

ლადო პაპავა პატრიარქის თხოვნით სვეტიცხოველში ლოცვას ორი დღის წინაც დაესწრო. მან განათლების მინისტრთან და აკადემიურ საბჭოსთან მიმდინარე შეხვედრა დატოვა და მცხეთაში წავიდა. იმავე დღეს, უნივერსიტეტის რექტორი პატრიარქს შეხვდა. მისი თქმით, ილია მეორემ ურჩია სტუდენტებს, მძიმე მარხვის კვირაში ილოცონ.

კომენტარები