აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

ფხალაძე: აბაშიძე ვალდებულია, შესაბამისი პასუხი გასცეს კარასინის ბრალდებებს

ჩვენი წარმომადგენელი ბატონი ზურაბ აბაშიძე იმყოფება ადგილზე და ვფიქრობ, ის ვალდებულია, შესაბამისი პასუხი გასცეს ყველა იმ ბრალდებებს თუ პრეტენზიებს, რომელიც გაჟღერდა კარასინის მხრიდან. ფრიად სამწუხარო და შემაშფოთებელია ის, რომ ერთგვარ ტენდენციად იქცა ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, პროვოკაციების მოწყობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზზე. მოწესრიგებულ საზოგდოებაში, რომელზეც საუბრობდა ბატონი კარასინი, სწორედ ამგვარი ქმედებები ითვლება მიუღებლად. ამავდროულად, ნორმალური და ურთირთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც ასევე ახსენა ბატონმა კარასინმა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. 

 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე გრიგორი კარასინის განცხადებაზე.

კომენტარები