კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

კარასინი: ასეთ მტრულ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტები ვერ შეხვდებიან

როგორ შეიძლება, პრეზიდენტების შეხვედრაზე იყოს საუბარი იმ ატმოსფეროში, როდესაც თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს. მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის როგორ შეიძლება, ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს, უბრალოდ, სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები