პირადი კადრები

გოგუაძე: დიახ, ეს არის სტრუქტურების მიერ ჩადენილი დანაშაული

გარდა იმისა, რომ ვიდეომასალებია, [ბუკა პეტრიაშვილის და ეკა მიშველაძის] Viber-ის მიმოწერაა ამოღებული და გატეხილი. Viber-ს ჩვეულებრივი მოყვარული ვერ გატეხავს. ეს არის, დიახ, სტრუქტურის მიერ ჩადენილი დანაშაული და სტრუქტურების მიერ ჩადენილი პირადი სივრცის ხელყოფა, იმიტომ რომ Viber-ის გატეხვა ასეთი მარტივი არ არის.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე გადაცემა არჩევანში. მან ზაქარია ქუცნაშვილს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ "ეკა მიშველაძის მაგალითი, რომ მითვალთვალებდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებას იწერდნენ".

კომენტარები