პირადი კადრები

კუბლაშვილი: ეს კადრები ემსახურება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს

ამ კადრების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა. ამის მცდელობები წინა წლებშიც არაერთხელ იყო, უბრალოდ მაშინ ამ მიზნისთვის სხვა რაღაცებს იყენებდნენ. დღეს ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ მოდის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებიდან და, აქედან გამომდინარე, ყველა, პოლიტიკური ძალა იქნება ეს თუ ხელისუფლება, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ აღმოვჩნდეთ ამ მიზნის მისაღწევ იარაღად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ხელში.

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრი პავლე კუბლაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე.

კომენტარები