პირადი კადრები

ჩაფიძე გავრცელებულ კადრებზე: საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან

საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. პირველი, აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ და მე მგონი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, პრობლემა არ უნდა იყოს სისხლის სამართლის დამნაშავეების გამოვლენა. ხელისუფლებამ სწორედ ეს უნდა გააკეთოს, რომ მისცეს კონკრეტული ვადა საგამოძიებო ორგანოებს, სანამ ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს არ დააკავებენ და დასჯიან სამაგალითოდ, რომ ვერავინ ვეღარასოდეს ვეღარ გაბედოს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა. საზოგადოების მხრიდან ყველაზე სწორი რეაქცია იქნება ის, რომ "ჩვენ ეს არ გვაინტერესებს".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე.

კომენტარები