მცოცავი ოკუპაცია

ოკუპანტებს სოფელ ჯარიაშენში ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებზე გზა გაჰყავთ

მავთულხლართები დიცში

გორის რაიონ სოფელ ჯარიაშენში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებზე გზის გაყვანის სამუშაოები განაახლეს. ადგილზე ე.წ გრეიდერი მუშაობს. პროცესს ევროკავშირის მონიტორინგის ჯუფი აკვირდება. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, გზის გაყვანის სამუშაოები პარასკევს დაიწყო და ის სავარაუდოდ ორ ოკუპირებულ დასახლებულ სოფელს ერთმანეთთან დააკავშირებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ მათ საკუთრებაში მყოფი ნაკვეთები გზის მეორე მხარეს რჩება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ოკუპანტების მიერ გაყვანილი გზის იქეთ დაახლოებით 32 ოჯახის ნაკვეთი ექცევა.

"ეს ნაკვეთი არის ის ნაკვეთი სადაც უკვე რამდენიმე წელია აღარ უშვებენ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ საძოვრად მაინც ხმარობდა ჩვენი ადილობრივი მოსახლეობა. ეს არის კერძო ნაკვეთები. დაახლოებით 32 ოჯახი აღვწერეთ ვისი ნაკვეთებიც ამჟამად მოყვა იქეთ და აღარ უშვებენ. ყველა სახელმწიფო უწყება საქმის კურსშია. შეტყობინებები უკვე დაზავნილია."-ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი. 

კომენტარები