იარაღის უკანონო შენახვა

შსს-მ უკანონო იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული იური კ. ზუგდიდში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ ტიპის სხვადასხვა მოდელის 5 პისტოლეტი და 61 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები