იარაღის უკანონო შენახვა

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, 1975 წელს დაბადებული სერგო ა.დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, „ვალტერის" სისტემის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. შსს-ს ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით სერგო ა-ს ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები