იარაღის უკანონო შენახვა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დავით დ. თბილისში, სენაკის ქუჩაზე დააკავეს.

პოლიციამ დავით დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის" სისტემის 3 პისტოლეტი, კუსტარული წესით დამზადებული 1 რევოლვერი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები