ფარული კადრები

MDF მედიას: არ დაუშვათ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ტირაჟირება

მედიის განვითარების ფონდი

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს სააგენტო IPN-ს და სხვა მედიასაშუალებებს, არ დაუშვან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ტირაჟირება. 

"11 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკური პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. სააგენტო ინტერპრესნიუსმა 16:11 საათზე გაავრცელა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, რომელიც აღნიშნული პირის, ასევე გავრცელების არხის იდენტიფიცირების შესაძლობლობას იძლეოდა.

მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს სააგენტო ინტერპრესნიუსს, ასევე სხვა მედიას, არ დაუშვან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სანდოა ან საეჭვოა ასეთი კადრების წარმომავლობა", - წერია განცხადებაში.

ტაბულა უერთდება მედიის განვითარების ფონდის მოწოდებას.

კომენტარები