თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

mashable

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა" და II მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ვაზისუბნის, ტაშკენტის, ლუქსემბურგის და ოდესის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალავევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა და Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ხევძმარის დასახლების და გია რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავის, მოლოკოვის, ლისაშვილის, გომარეთის, ბახმაროს, ჟღენტის, წერონისის, ლეჩხუმის, ახტალის და სანავარდოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. 

კომენტარები