კანცლერის არჩევნები თსუ-ში

სტუდენტებმა სენატის შეთავაზება არ მიიღეს და უნივერსიტეტში რჩებიან

სტუდენტური პროტესტი თსუ-ში

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შეთავაზებაზე სტუდენტები უარს ამბობენ. სენატი სტუდენტებს დაპირდა, რომ ორშაბათსა და სამშაბათს სენატის წინამოსამზადებელი სხდომა გაიმართება, რომელიც გადაწყვეტილებას კანცლერის არჩევასთან დაკავშირებით არ მიიღებს, სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ განხილვაში მონაწილეობა მიიღონ.

ერთმანეთთან მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა გადაწყვიტეს უნივერსიტეტში დარჩნენ, სენატთან შეხვედრას კი ხვალ, პარასკევს მოითხოვენ. სტუდენტები მოუწოდებენ ყველას, პოლიტიკური პარტიების გარდა, შეუერთდნენ მათ პროტესტს.

კანცლერის პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი იყრის, რასაც სტუდენტები ბოლო დღეებია, აპროტესტებენ. ისინი გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები