კანცლერის არჩევნები თსუ-ში

თსუ-მ სტუდენტებს სენატის სხდომის გადადება შესთავაზა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრებმა პროტესტის მონაწილე სტუდენტებს სხდომის გადადება შესთავაზეს. ადმინისტრაცია სტუდენტებს დაპირდა, რომ ორშაბათს სენატის წინამოსამზადებელი სხდომა გაიმართება, რომელიც გადაწყვეტილებას კანცლერის არჩევასთან დაკავშირებით არ მიიღებს, სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ განხილვაში მონაწილეობა მიიღონ.

ამ დროისთვის უცნობია, დათანხმდებიან თუ არა სტუდენტები ადმინისტრაციის შეთავაზებას.

კანცლერის პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი იყრის, რასაც სტუდენტები ბოლო დღეებია, აპროტესტებენ. ისინი გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

 

კომენტარები