რეკლამა

ევროპა ბეთმა პოკერის მოყვარულებისთვის 406,524 ლარის ბედ ბით ჯეკპოტი გაათამაშა

ევროპა ბეთზე ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება გრძელდება. სპეციალურ მაგიდაზე, 26 თებერვალს, 406 524,26 ლარის ჯეკპოტი ოთხ მოთამაშეზე განაწილდა: გამარჯვებულები თედო ბერძენიშვილი, თორნიკე ჩხეიძე, ნიკოლოზ ჩოხელი და ევროპა ბეთის ერთ-ერთი პირველი და ერთგული კლიენტი — ლექსო კაზანჯანი გახდნენ. ლექსო და ნიკოლოზი პროფესიონალი მოთამაშეები არიან, თედო და თორნიკე კი — მოყვარულები. ოთხივე მათგანს გავესაუბრეთ და ძალიან საინტერესო რჩევები და მოსაზრებები მოვისმინეთ.

ბედ ბით ჯეკპოტის შემდეგი გათამაშება 4 მარტს გაიმართა, ჯამური ფონდით — 89 642, 57 ლარი. 8 მარტს კი, ბედ ბით ჯეკპოტი კიდევ ერთხელ გათამაშდა და ამჯერად, 16 000 ლარი 6 მოთამაშეზე გაიყო.

ბედ ბით ჯეკპოტის გამარჯვებული, 40,000 ლარის მფლობელი — ლექსო კაზანჯანი (LEKSOIDგანათლებით ფიზიკოსია. ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში ქსელის მართვის ინჟინერის პოზიციაზეა დასაქმებული. პოკერის 8-წლიანი გამოცდილება აქვს და მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგეების შეფასება სწრაფად შეუძლია.

- გქონდათ ბედ ბით ჯეკპოტის მოგების იმედი?

- ყოველდღიურად 6-8 მაგიდაზე ვთამაშობ და ბედ ბით ჯეკპოტის მოგების შანსიც, საკმაოდ დიდი იყო. გამარჯვებასთან რამდენიმეჯერ ძალიან ახლოს ვიყავი და როგორც იქნა, გამიმართლა.

- პროფესიონალი მოთამაშეები აღნიშნავენ, რომ პოკერი ინტელექტის უდიდეს რესურსებს საჭიროებს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- საინტერესოა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც პოკერთან შეხება არასოდეს ჰქონიათ, ის კაზინოს პრინციპზე დამყარებული აზარტული თამაში ჰგონიათ. თუმცა, კაზინოში გამარჯვება აბსოლუტურად იღბალზე, ხოლო პოკერში პროფესიონალი მოთამაშის გამარჯვება 85%-ით საკუთარ თავზე, იღბალზე კი — მხოლოდ 15 %-ითაა დამოკიდებული.

- NL 200 — ლიმიტი, რომელზეც ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა, თქვენთვის ჩვეული იყო თუ გარისკეთ?

- ამ შემთხვევაში, რისკის ფაქტორი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ჩემი ყოველდღიური, სამუშაო ლიმიტი — NL 200, ან, NL 400-ია.

- საინტერესოა, ჯეკ-პოტის მოგების შემდეგ თუ შეცვლით თამაშის ლიმიტს?

- ზოგადად, უფრო მაღალ ლიმიტებზე გადასვლას ვგეგმავ, მინდა, ძვირიან ტურნირებში მივიღო მონაწილეობა.

- მიგიღიათ ევროპა ბეთის სხვა აქციებში მონაწილეობა?

- ერთ-ერთი პირველი კლიენტი ვარ. სანამ ევროპა ბეთი გაიხსნებოდა, Poker Star-ზე ვთამაშობდი და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე. ევროპა ბეთს 2009 წელს, გახსნისთანავე ვესტუმრე. პირველი დეპოზიტიც კი მახსოვს: 30 ლარი შევიტანე და ზუსტად ერთ თვეში 3000-მდე გავზარდე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ევროპა ბეთი ყველაზე კარგი პოკერ-რუმია. უპირველესად, ძალიან ბევრ საინტერესო აქციას გვთავაზობს, მაგალითად — cash drop-ს. ასევე, ძალიან კარგი სოფტი აქვს: როდესაც ბევრ მაგიდაზე ვთამაშობ, მნიშვნელოვანია, მონიტორზე გამოსახული შრიფტი ხილვადი იყოს. ისეთ პოკერ-რუმებშიც ვყოფილვარ, სადაც უკიდურესად წვრილი ფონტით დაწერილი მონაცემების ამოკითხვა ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

- რა რჩევებს აძლევთ ხოლმე პოკერის ახალბედა მოთამაშეებს?

- პირველ რიგში, პოკერის რაიმე კარგი ფორუმის ან სასწავლო ვებ-გვერდის, მაგალითად: pokerstrategy.com-ის, ან runitonce.com-ის გაცნობას გირჩევთ. იქ ბევრ სტატია და ვიდეოა, რომლებიც დიდ ცოდნას მოგცემთ. შემდეგ, პრაქტიკასთან ერთად, პროფესიონალად ჩამოყალიბდებით და საკუთარ სტრატეგიებსაც გამოიმუშავებთ. 

კომენტარები