არჩევნები 2016

ალასანია: კოალიცია ქართული ოცნება განწირულია მარცხისთვის, მათი ნავი იძირება

2012 წელს კოალიცია ერთი მიზნით შედგა, რომ ხელისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. არ იყო ღირებულებითი საფუძვლების ირგვლივ გაერთიანებული, ეს იყო ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალა. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც, როდესაც სააკაშვილმა გააერთიანა ყველა ძალა შევარდნაძის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ასეთი კოალიციები იშლება და უკვე მიდის შიდა კვოტების გადანაწილებაზე და სხვა თემებზე დაპირისპირება. ეს იყო მოსალოდნელი, მე ის მიკვირს, რომ ვერ ხვდებიან, რომ ერთ ნავში სხედან. როცა რვა თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, აშკარად მგონია, რომ ისინი განწირული არიან მარცხისთვის, იძირება მათი ნავი. მეორეს მხრივ, ჩემთვის, ჩემი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნები არ იყოს პოლარიზებული ისე და ისევ არ გადავიდეს იმ რეჟიმზე, რომ ახლა ყველა გავერთიანდეთ ივანიშვილის კოალიციის წინააღმდეგ. მე მინდა, რომ ამ არჩევნებში მთავარი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, გასარჩევი იყოს ის თემა, რაც ჩვენ ყველას გვაღელვებს და ჩვენი პარტია მართლა რეალური ცხოვრებით ცხოვრობს და ვეხებით ამ პრობლემებს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია გადაცემა არჩევანში.

კომენტარები