NATO-რუსეთი

სტოლტენბერგი: რუსეთი მეზობლებს აშინებს და NATO-ს დაყოფას ცდილობს

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი CNN-თან ინტერვიუში რუსეთს მეზობლების დაშინებასა და NATO-ს დაყოფის მცდელობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, რუსეთი უკვე წლებია, ცდილობს ალიანსში განხეთქილების შეტანას, თუმცა ამ კუთხით მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს და ვერც მომავალში მიაღწევენ.

სტოლტენბერგის თქმითვე, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ალიანსის წევრებმა ძალები გააერთიანეს და სამხედრო პოლიტიკა უსაფრთხოების საკითხებში ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანეს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა სირიაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებითაც.

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო პოტენციალის გაზრდას, თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო დანაყოფების გაძლიერებით უპასუხებს.

კომენტარები