კოალიცია ქართული ოცნება

პოლიტსაბჭოს სხდომაზე კონსტიტუციაში "ქორწინების" განსაზღვრაზე იმსჯელებენ

ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის განხილვის მთავარი თემა შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილება იქნება, რომელიც "ქორწინების" და "ოჯახის" განმარტებას ეხება. 

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის თქმით კი, "მე მგონია, საზოგადოება ისედაც დააბნია ბევრმა, ვისაც საერთოდ აზრად მოუვიდა, რომ ქალისა და მამაკაცის გარდა კიდევ სხვა რამეა ოჯახი. ეს არის ჩემი მოსაზრება. წესით, მე თუ მკითხავთ, უხერხულია კონსტიტუციაში ამის ჩაწერა, რადგან არ მგონია საქართველოში ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, რომელსაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობის გარდა, სხვა რაიმედ წარმოედგინოს".

კომენტარები