ქორწინება

უსუფაშვილი: ქორწინება არის მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა

რესპუბლიკური პარტიის პოზიცია იყო და რჩება ის, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციით, სხვა კანონებით, საქართველოში ქორწინება არის მხოლოდდამხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობითი კავშირი, და არანაირი კანონით არანაირი ნორმა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, რაიმე ეჭვებს არ ბადებს. და რესპუბლიკური პარტიის პოზიცია არის ის, რომ ქორწინება ეს არის მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა, და ამ საკითხს არც შეცვლა სჭირდება და არც გამაგრება სჭირდება... ჩვენ ვრჩებით პოზიციაზე, რომ მისი ინიცირება [ჩანაწერი კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების შესახებ] არის არასწორი და კონტრპროდუქტიული. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები