კოალიცია ქართული ოცნება

დღეს, 17:00-ზე, კოალიცია ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

დღეს ქართული ოცნების ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭო 17:00 საათზე შეიკრიბება.

კოალიციის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრებენ.

ინტერპრესნიუსის კითხვაზე, სხდომაზე იმსჯელებენ თუ არა მრეწველების და რესპუბლიკელების დაპირისპირებაზე, ტყემალაძემ თქვა, რომ "დღეს ამ თემაზე საუბარი არ იქნება".

კომენტარები