მოლაპარაკებები გაზრპმთან

ვოლსკი: გაზპრომთან მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია გაძლიერდა

როდესაც რამდენიმე პარტნიორს ელაპარაკები, რასაკვირველია, არსებობს კომერციული დაინტერესებაც და რასაკვირველია, არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აზერბაიჯანთან გაგვაჩნია. აზერბაიჯანს არ ჰქონდა მოწოდების გაზრდის ტექნიკური რესურსი და ეს რესურსი გამოიძებნა, რამაც განაპირობა ჩვენს კონკურენტულ ბაზარზე პოზიციების საკმაოდ გაძლიერება, მითუმეტეს, მოწოდებული რესურსი იქნება იაფი და უკეთესი. ასე, რომ ჩვენი პოზიციებიც როდესაც გაზპრომთან ვსაუბრობთ გაძლიერებულია. გაზპრომი საქართველოს გაზით მომარაგებაში ჩართულია 2003 წლიდან, იყო ას პროცენტიანი მომარგება, 2008 წელს გახდა ორმოცდაათი პროცენტი, შემდეგ დაიკლო და ახლა, ამ პიკურ პერიოდში გაზპრომი რაღაც პატარა ნაწილს ამარაგებს. სხვა რესურსი საქართველოს არ გააჩნია, არის აზერბაიჯანურლი გაზი, ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიერ მოწოდებული და არის გაზპრომის მცირე ნაწილი.

ამბობს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი.

კომენტარები